logo_geo
ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში პირველი კოვიდინფიცირებული გამოვლინდა
- +

17 ივლისი. 2021. 10:47

 

იაპონიის დედაქალაქში, ოლიმპიურ სოფელში, სადაც, ოლიმპიადის დასრულებამდე, მრავალმა სპორტსმენმა და ოფიციალურმა პირმა დაიდო ბინა, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

 

ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ინფიცირებულის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა, მედიის ცნობით, ის უცხო ქვეყნიდანაა ჩასული.

 

ღონისძიების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ უცნობია, იყო თუ არა კოვიდინფიცირებული აცრილი. ის იზოლაციაშია გადაყვანილი.

 

ოლიმპიადა 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.

 

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით წარდგება სპორტის 11 სახეობაში.

right_banner big_banner
არქივი