logo_geo
წყალმა 26 წლის გოგოს ცხედარი გამორიყა, გაუჩინარებულია მისი შეყვარებული
- +

17 ივლისი. 2021. 21:44

 

„ახალგაზრდა გოგონასა და მისი მეგობრის დასვენების დღეები ტრაგედიად იქცა. 26 წლის გარიფალია გუშინ საბერძნეთში, ფოლეგანდროზე, კერძოდ კი, ლიგარდიას სანაპიროდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.“ – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული სააგენტო georgians.gr ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი კუნძულზე მეგობართან ერთად იმყოფებოდა და კარავში ცხოვრობდნენ, არ ჰქონდათ ნაქირავები არც სასტუმრო და არც რომელიმე ბინა.

 

თვითმხილველთა თქმით, გოგონა ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე მანქანას მართავდა, რომელსაც ბერძნული ნომრები ჰქონდა, მაგრამ არ იყო ნაქირავები. ის მიდიოდა საკმაოდ უჩვეულო ადგილას, საიდანაც კურსს გადაუხვია და გაჩერდა კლდოვან ტერიტორიაზე.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, გაჩერების შემდეგ გარიფალიამ საბარგულიდან ზურგჩანთა აიღო და ფეხით სვლა დაიწყო, მას შემდეგ ვარაუდობენ, რომ ის კლდიდან წყალში გადავარდა.

 

ამ დროისთვის ეძებენ გარიფალიას მეგობარ მამაკაცს, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა კუნძულზე. განიხილება ორი ვარაუდი, რომ ის ცოცხალია და მომხდართან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას ფლობს, თუმცა პოლიცია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მისი ცხედარიც წყალში იპოვონ.

 

right_banner big_banner
არქივი