logo_geo
ინდოეთში მეწყერს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა
- +

18 ივლისი. 2021. 10:38

 

 

ინდოეთში, მუმბაის ორ დასახლებაში, ძლიერი წვიმით გამოწვეულმა მეწყერმა რამდენიმე სახლი დაანგრია. შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Reuters წერს.

 

ოფიციალური უწყებები არ გამორიცხავენ, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს, რადგან სამძებრო-სამაშველო სამუშაო ამ დრომდე გრძელდება. არიან დაშავებულებიც.

 

ძლიერი წვიმის შედეგად, დატბორილია ქალაქის რამდენიმე უბანი, შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი