logo_geo
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 190 მილიონს გადააჭარბა
- +

18 ივლისი. 2021. 17:20

 

 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 190 მილიონს გადააჭარბა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 190 133 153 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 084 818 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 34 070 286 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 608 898 ​​​​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი