logo_geo
ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა
- +

18 ივლისი. 2021. 17:42

 

 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის მიზეზი სამეფოს ჯანდაცვის მინისტრის საჯიდ ჯავადის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა, რომელთანაც ჯონსონს შეხვედრა 17 ივლისს ჰქონდა.

 

მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი თავს კარგად გრძნობს და დაგეგმილ შეხვედრებს დისტანციურ რეჟიმში გამართავს.

 

მანამდე კი რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრს, საჯიდ ჯავიდს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

„დღეს დილით კორონავირუსის PCR ტესტმა ვირუსის არსებობა დაადასტურა. მე ვრჩები იზოლაციაში და მუშაობას სახლიდან განვაგრძობ. ვაქცინის ორივე დოზის მიღების გამო, ჩემი სიმპტომები მსუბუქია. გთხოვთ, ჩაიტაროთ ვაქცინაცია, თუ ეს უკვე გაკეთებული არ გაქვთ“, - დაწერა მან „ტვიტერზე“.

 

 

right_banner big_banner
არქივი