logo_geo
ბრიტნი სპირსი საკონცერტო მოღვაწეობაზე უარს აცხადებს
- +

19 ივლისი. 2021. 00:35

 

 

ამერიკელმა მომღერალმა ბრიტნი სპირსმა უარი განაცხადა საკონცერტო მოღვაწეობაზე, სანამ მის ცხოვრებს მამა, ჯეიმს სპირსი აკონტროლებს. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება მომღერალმა Instagram-ზე გამოაქვეყნა.

 

„არ ვაპირებ რომელიმე სცენაზე გამოსვლას, სანამ მამაჩემი აკონტროლებს იმას თუ რა მაცვია, რას ვამბობ, ვაკეთებ ან ვფიქრობ. ამით ბოლო 13 წლის განმავლობაში ვიყავი დაკავებული. ამ მეურვეობამ ჩემი ოცნებები მოკლა. ერთადერთი რაც დამრჩა, იმედია. იმედი კი ერთადერთი რამ არის მსოფლიოში, რისი მოკვლაც ძალიან რთულია“, - წერს სპირსი.

 

ბრიტნი სპირსი თავისი მამის მეურვეობის ქვეშ 2008 წლიდანაა, მას შემდეგ, რაც ალკოჰოლსა და ნარკოტიკებთან პრობლემების გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. სასამართლოში მან აღნიშნა, რომ კლინიკაში თავისი სურვილის წინააღმდეგ მოათავსეს. მეურვეებს სრული კონტროლი აქვთ მომღერლის ცხოვრებასა და ფინანსებზე.

 

რამდენიმე დღის წინ ლოს-ანჯელესის ოლქის უზენაესმა სასამართლომ სპირსს მასზე მეურვეობის საქმეზე საკუთარი ადვოკატის აყვანის უფლება მისცა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი