logo_geo
საფრანგეთის მთავრობა ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში კომენდანტის საათის ხელახლა დაწესებას არ გამორიცხავს
- +

19 ივლისი. 2021. 13:32

 

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, საფრანგეთის მთავრობა ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში კომენდანტის საათის ხელახლა დაწესებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, კლემან ბონმა ტელეარხ BFMTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

 

ჟურნალისტის კითხვას, არსებობს თუ არა ლოკალიზებული კომენდანტის საათის დაწესების საშიშროება იმ ადგილებში, სადაც ეპიდემიის აფეთქება ფიქსირდება, საფრანგეთის მთავრობის მაღალჩინოსანმა უპასუხა:

 

„ეს შესაძლებელია. არ არის გამორიცხული.“

 

კლემან ბონის თქმით, 12 ივლისს სატელევიზიო მიმართვის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება ქვეყნის რეგიონების პრეფექტებს ექნებათ.

 

„მიღებული ზომები სიტუაციის სიმძიმეს უნდა შეესაბამებოდეს. ვაქცინაცია ეპიდემიის დამარცხების ერთადერთი შესძლებლობაა“, - აღნიშნა კლემან ბონმა.

 

big_banner
არქივი