აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კომპანია Facebook-მა უფრო მეტი უნდა გააკეთოს ვაქცინებზე არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების შესაჩერებლად.
„Facebook-ი არ კლავს ხალხს. 12 ადამიანია, რომელიც დეზინფორმაციას ავრცელებს იქ. ვინც ამას უსმენს, ამით დაშავდება. დეზინფორმაცია ხალხს კლავს. ეს ცუდი ინფორმაციაა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ Facebook-ი რამეს მოიმოქმედებს ვაქცინების შესახებ აღმაშფოთებელი დეზინფორმაციის გავრცელების შეჩერების კუთხით.