logo_geo
სექტემბრიდან დიდ ბრიტანეთში ღამის კლუბებში მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ პირებს დაუშვებენ
- +

19 ივლისი. 2021. 22:57

 

სექტემბრიდან დიდ ბრიტანეთში ღამის კლუბებში მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ პირებს დაუშვებენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

 

„სექტემბრის ბოლოსთვის, როდესაც 18 წლის ზემოთ ყველა ახალგაზრდას სრულად აცრის შესაძლებლობა ექნება, სრული ვაქცინაცია ღამის კლუბებში შესვლის პირობა გახდება“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

დღეს ინგლისში კორონავირუსთან დაკავშირებული თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი