სექტემბრიდან დიდ ბრიტანეთში ღამის კლუბებში მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ პირებს დაუშვებენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
„სექტემბრის ბოლოსთვის, როდესაც 18 წლის ზემოთ ყველა ახალგაზრდას სრულად აცრის შესაძლებლობა ექნება, სრული ვაქცინაცია ღამის კლუბებში შესვლის პირობა გახდება“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
დღეს ინგლისში კორონავირუსთან დაკავშირებული თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმდა.