logo_geo
აშშ-ის სასამართლომ კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე პირველი განაჩენი გამოიტანა
- +

20 ივლისი. 2021. 00:42

 

 

აშშ-ის სასამართლომ კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე პირველი განაჩენი გამოიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

 

38 წლის პოლ ჰოჯკინს, რომელიც მიმდინარე წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის დროს სენატის სხდომათა დარბაზში შეიჭრა, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

 

ფედერალური ოლქის მოსამართლემ, რენდოლფ მოსმა განაცხადა, რომ პოლ ჰოჯკინსმა წვლილი შეიტანა დემოკრატიის წინააღმდეგ მძიმე დანაშაულში, მაგრამ გარკვეულ შემწყნარებლობას იმსახურებდა, რადგან ბრალი პროცესის ადრეულ პერიოდში აღიარა და ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.

 

აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი 300-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს.

 

 

right_banner big_banner
არქივი