logo_geo
ჯო ბაიდენი: ქვეყანაში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის თითქმის ყველა შემთხვევა არავაქცინირებულ პირებს შორის ფიქსირდება
- +

20 ივლისი. 2021. 02:26

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის თითქმის ყველა შემთხვევა არავაქცინირებულ პირებს შორის ფიქსირდება.

 

„ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლება. მონაცემები ძალიან მკაფიოა: თუ თქვენ სრულად ხართ აცრილი, თქვენ გაქვთ მაღალი ხარისხის დაცვა მძიმე ავადმყოფობის, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან. თუ ვაქცინირებული არ ხართ, თქვენ არ ხართ დაცული. გთხოვთ, აიცერით. ეს უსაფრთხოა. ეს უფასოა. ეს მოსახერხებელია“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვირუსის უკან ჩამოტოვების ერთადერთი საშუალება უფრო მეტი ამერიკელის ვაქცინაციაა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი