logo_geo
რუსეთი და უზბეკეთი ავღანეთის საზღვართან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ
- +

20 ივლისი. 2021. 10:28

 

 

„რუსეთი და უზბეკეთი უზბეკეთში, ავღანეთის საზღვართან ახლოს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ“, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, წვრთნები 30 ივლისიდან 10 აგვისტომდე სურხანდარიის ოლქში გაიმართება და მასში 15 000-მდე სამხედრო ჩაერთვება.

 

ამასთან, გუშინ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ რუსეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი 5-10 აგვისტოს ტაჯიკეთში, ავღანეთის საზღვრიდან 20 კილომეტრში სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ.

 

 

right_banner big_banner
არქივი