„რუსეთი და უზბეკეთი უზბეკეთში, ავღანეთის საზღვართან ახლოს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ“, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, წვრთნები 30 ივლისიდან 10 აგვისტომდე სურხანდარიის ოლქში გაიმართება და მასში 15 000-მდე სამხედრო ჩაერთვება.
ამასთან, გუშინ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ რუსეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი 5-10 აგვისტოს ტაჯიკეთში, ავღანეთის საზღვრიდან 20 კილომეტრში სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ.