logo_geo
პერუს პრეზიდენტად პედრო კასტილო გამოაცხადეს
- +

20 ივლისი. 2021. 10:36

 

 

პერუს არჩეულ პრეზიდენტად პედრო კასტილო ოფიციალურად გამოაცხადეს. ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კასტილოს მეტოქის, კეიკო ფუხიმორის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ბრალდებები განიხილა.

 

პერუში საპრეზიდენტო არჩევნები 6 ივნისს გაიმართა და ოფიციალური შედეგების თანახმად, ყოფილმა პედაგოგმა, პედრო კასტილომ, მცირედი უპირატესობით გაიმარჯვა. მისი მთავარი მეტოქე პერუს პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, ალბერტო ფუხიმორის შვილი კეიკო ფუხიმორი იყო, რომელმაც არჩევნების შედეგები გაასაჩივრა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პერუში საპროტესტო აქციები დაიწყო, ქუჩებში პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის მხარდამჭერები გამოდიოდნენ.

 

საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ კეიკო ფუხიმორიმ განაცხადა, რომ მზად იყო არჩევნების შედეგები ეღიარებინა, რადგან ამას „კანონი და კონსტიტუცია“ ავალდებულებდა, თუმცა დასძინა, რომ ათასობით ხმა მოიპარეს და მხარდამჭერებს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

 

პედრო კასტილოს ფიცის დადების ცერემონია 28 ივლისს გაიმართება.

 

 

big_banner
არქივი