logo_geo
საბერძნეთის მთავრობა კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, დახურულ სივრცეებში ზომების გამკაცრებას გეგმავს
- +

20 ივლისი. 2021. 11:45

 

 

საბერძნეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 834 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  ვირუსით რვა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

 

ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, მთავრობა დახურულ სივრცეებში ზომების გამკაცრებას გეგმავს.

 

ამასთან, საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანდაზმულთა თავშესაფრებში, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში, ვაქცინაცია სავალდებულო გახდა.

 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის 459 146 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 12 858 ადამიანი.

 

 

right_banner big_banner
არქივი