სასექსის ჰერცოგი პრინცი ჰარი, გამოცემა Penguin Random House-სთან თანამშრომლობით, მემუარების წიგნის გამოქვეყნებაზე მუშაობს.
ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph-ის ცნობით, ჰარი წიგნს მომავალი წლის ბოლოს გამოსცემს და მისი მემუარები სამეფო ოჯახის რეპუტაციისთვის, შესაძლოა, კიდევ ერთი დარტყმა აღმოჩნდეს.
როგორც თავად პრინცი ჰარი აცხადებს, მისი მემუარები ყველაზე გულახდილი და გულწრფელი იქნება.