logo_geo
ჩინეთის საგარეო უწყება: აშშ-ისა და მისი მოკავშირებიის მიერ ჩინეთის კიბერთავდასხმებში დადანაშაულება უსაფუძვლოა
- +

20 ივლისი. 2021. 16:46

 

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და მისი მოკავშირებიის მიერ ჩინეთის კიბერთავდასხმებში დადანაშაულება უსაფუძვლოა.

 

„აშშ თავის მოკავშირეებს შეუერთდა ჩინეთის წინააღმდეგ კიბერუსაფრთხოების საკითხზე უსაფუძვლო ბრალდებების წამოსაყენებლად. ჩინეთი ამას არასდროს შეეგუება. ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება და ებრძვის კიბერშეტევების ყველა ფორმას. ჩინეთი არასდროს წაახალისებს, მხარს არ დაუჭერს ან არ შეეგუება კიბერშეტევებს. ეს პოზიცია თანმიმდევრული და მკაფიოა“, - აღნიშნეს ჩინეთის საგარეო უწყებაში.

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ აშშ მსოფლიოში კიბერშეტევების უდიდესი წყაროა.

 

19 ივლისს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ჩინეთი „Microsoft Exchange Server“-ზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში დაადანაშაულეს.

 

 

big_banner
არქივი