logo_geo
WhatsApp-ს ახალი ფუნქცია დაემატა
- +

20 ივლისი. 2021. 18:03

 

 

WhatsApp-ის ახალი ფუნქციის მეშვეობით, ჯგუფური ზარების მიმდინარეობისას მასში ჩართვა შესაძლებელი გახდა.

 

აქამდე, მომხმარებლებს საშუალება არ ჰქონდათ, უკვე დაწყებულ ჯგუფურ ვიდეოზარებში ჩაბმულიყვნენ.

 

„დღეიდან ჯგუფურ ზარებში გაწევრიანება მისი დაწყების შემდეგაც შეგიძლიათ“, - ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

 

გარდა ამისა, მოსალოდნელია ინტერფეისის განახლებაც.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი