logo_geo
ჯეფ ბეზოსმა კოსმოსში იმოგზაურა
- +

20 ივლისი. 2021. 19:27

 

 

ამერიკელმა მილიარდერმა, Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა კოსმოსის საზღვრისკენ იმოგზაურა. ამის შესახებ BBC წერს.

 

რაკეტამ  სტარტი ტეხასში აიღო და ყველა პროცესი სრულად ისე წარიმართა, როგორც დაგეგმილი იყო. ფრენის დაწყებიდან მალევე ხომალდს ე.წ. კაფსულა გამოეყო. ბირთვი დედამიწაზე რამდენიმე წუთში დაბრუნდა, მოგვიანებით დედამიწაზე დაბრუნდნენ ხომალდის 6 წევრი, რომლებიც კაფსულაში იმყოფებოდნენ. კაფსულა მიწაზე პარაშუტების მეშვეობით დაეშვა.

 

ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. 2000 წელს მან შექმნა კომპანია Blue Origin-ი და მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა, რომ მთელი ცხოვრების ნატვრას აისრულებს კოსმოსში გაფრენით. მასთან ერთად, ხომალდზე იყო მისი ძმა, მარკი, 82 წლის პილოტი მერი უოლეს (ვალი) ფანკი და 18 წლის სტუდენტი ოლივერ დაემენი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი