logo_geo
ნონა გაფრინდაშვილმა ლიონელ მესისთვის ჭადრაკის დაფა მოოქრული ფიგურებით დაამზადებინა
- +

20 ივლისი. 2021. 22:18

 

 

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა, ლიონელ მესისთვის ჭადრაკის დაფა მოოქრული ფიგურებით დაამზადებინა, რომლითაც არგენტინელი სუპერვარსკვლავისთვის, პირველი სანაკრებო ტიტულის „კოპა ამერიკის" ჩემპიონობის მილოცვას აპირებს. საჩუქარი გაფრინდაშვილმა ვერის ბაღში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარადგინა.

 

„რაც მესისგან საჩუქრად მაისური მივიღე, იმის შემდეგ ვფიქრობდი, საპასუხოდ რა საჩუქარი შემერჩია. მჯეროდა, რომ „კოპა ამერიკას“ მოიგებდა და მინდოდა გამარჯვება განსაკუთრებულად მიმელოცა.

ეს იქნება არა ჩემი, არამედ საქართველოს სახელით გაგზავნილი საჩუქარი, სადაც 2015 წელს ევროპის სუპერთასზე ითამაშა. ვფიქრობ, ეს საჩუქარი მას მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება“, - განაცხადა ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა.

 

ლიონელ მესიმ ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, 80 წლის იუბილეზე, საკუთარი ხელმოწერილი ბარსელონას მაისური გამოუგზავნა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი