logo_geo
კრემლში ვლადიმერ პუტინისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართა
- +

21 ივლისი. 2021. 00:42

 

 

კრემლში რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.

 

როგორც რუსულ მედიას ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა, მოლაპარაკებები დაახლოებით ორ საათს გრძელდებოდა.

 

კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა ეკონომიკური თანამშრომლობა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა, ვაქცინების ერთობლივი წარმოება და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხები განიხილეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი