logo_geo
რას ჰყვება 82 წლის უოლი ფანკი, რომელმაც კოსმოსში ჯეფ ბეზოსთან ერთად იმოგზაურა
- +

21 ივლისი. 2021. 02:11

 

 

ამერიკელი მილიარდერი ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაფრინდა. მასთან ერთად 82 წლის მფრინავმა მერი უოლეს (უოლი) ფანკმა იმგზავრა. თავისი შთაბეჭდილებების შესახებ ეკიპაჟის უხუცესმა წევრმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

 

„ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. მშვენიერი ინსტრუქტორი მყავდა, ყველაფრისთვის მოგვამზადა. ზევით ავედით და სიბნელე დავინახე. მეგონა დედამიწას დავინახავდი, მაგრამ საკმაოდ მაღლა ვიყავით. თავს ჩინებულად ვგრძნობდი. ვიწექი და კოსმოსში დავფრინავდი. ჯეფ ბეზოს, მინდა მადლობა გადაგიხადო, ძვირფასო, იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა მომეცი. დიდხანს ველოდი და როგორც იქნა კოსმოსში ავედი. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ასტრონავტებისთვის ტრენინგები გავიარე - რუსეთში, აშშ-ში და ყოველთვის ვუსწრებდი კაცებს. ფრენა ძალიან მომეწონა. მშვენივრად გავატარეთ დრო, თითოეული წუთით ვტკბებოდი. უბრალოდ მინდოდა ყველაფერი უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო. სიამოვნებით გავფრინდებოდი კიდევ და რაც შეიძლება სწრაფად“, - განაცხადა ფანკმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი