logo_geo
ნიგერიაში 100 გატაცებული ქალი და ბავშვი გაათავისუფლეს
- +

21 ივლისი. 2021. 10:52

 

ნიგერიის პოლიციამ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით 100 ქალი და ბავშვი გაათავისუფლეს, რომლებიც ბანდიტებმა გაიტაცეს. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ისინი 8 ივნისს გაიტაცეს, რა დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა. ახლა დედები და მათი შვილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, სადაც შემოწმებას გაივლიან, რის შემდეგაც სახლებში დაბრუნდებიან.

 

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ჯგუფი ყოველგვარი გამოსასყიდის გადახდის გარეშე გაათავისუფლეს, თუმცა სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

 

ბოლო თვეების განმავლობაში რეგიონში ადამიანების გატაცების შემთხვევები გაიზარდა. 2020 წლის დეკემბრიდან 1 000-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს. უმეტესობა გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა ნაწილი მოკლეს. ნიგერიის პრეზიდენტმა ბანდიტებთან ბრძოლის მიზნით რეგიონში ჯარის დამატებით დანაყოფები გაგზავნა.

 

big_banner
არქივი