logo_geo
ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე აშშ-ის დელეგაციას პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი უხელმძღვანელებს
- +

21 ივლისი. 2021. 11:28

 

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე აშშ-ის დელეგაციას პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.

 

აღსანიშნავია, რომ ტოკიოს ოლიმპიადის გენერალურმა მენეჯერმა, ტოშირო მუტომ ოლიმპიური თამაშების გაუქმების შესაძლებლობა არ გამორიცხა.

 

„არ შეგვიძლია იმის პროგნოზირება, რა მოხდება კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელთან დაკავშირებით. ჩვენ განვაგრძობთ დისკუსიას, თუკი შემთხვევები იმატებს. შევთანხმდით, რომ კორონავირუსის სიტუაციიდან გამომდინარე, განვაახლებთ დისკუსიებს. ამ ეტაპზე, კორონავირუსის შემთხვევები შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს, ამიტომ ვიფიქრებთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც შესაბამისი სიტუაცია შეიქმნება“, - აღნიშნა ტოკიოს ოლიმპიადის გენერალურმა მენეჯერმა.

 

right_banner big_banner
არქივი