logo_geo
ენტონი ფაუჩი: აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 80 პროცენტზე მეტი ე.წ. ინდურ შტამზე მოდის
- +

21 ივლისი. 2021. 11:43

 

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 80%-ზე მეტი ე.წ. ინდურ შტამზე მოდის.

 

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში ავტორიზებული ვაქცინები 90%-ზე მეტად ეფექტურია ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის თავიდან აცილების კუთხით.

 

5 ივლისს ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ში ბოლო დროს დაფიქსირებული კორონავირუსით სიკვდილიანობის შემთხვევების 99.2% არავაქცინირებულ პირებზე მოდის.

 

ენტონი ფაუჩიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მართლაც სამწუხარო და ტრაგიკულია, რადგან ამ შემთხვევების უმეტესობის თავიდან აცილება და პრევენცია შესაძლებელი იყო.

 

big_banner
არქივი