აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 80%-ზე მეტი ე.წ. ინდურ შტამზე მოდის.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში ავტორიზებული ვაქცინები 90%-ზე მეტად ეფექტურია ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის თავიდან აცილების კუთხით.
5 ივლისს ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ში ბოლო დროს დაფიქსირებული კორონავირუსით სიკვდილიანობის შემთხვევების 99.2% არავაქცინირებულ პირებზე მოდის.
ენტონი ფაუჩიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მართლაც სამწუხარო და ტრაგიკულია, რადგან ამ შემთხვევების უმეტესობის თავიდან აცილება და პრევენცია შესაძლებელი იყო.