logo_geo
ლონდონში საიუველირო სახლი გაძარცვეს და ბრილიანტები უბრალო კენჭებით ჩაანაცვლეს
- +

21 ივლისი. 2021. 11:48

 

ლონდონში ქალს £4.2 მილიონად შეფასებული ძვირფასი ქვების მოპარვას აბრალებენ. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, 60 წლის ლილი ლაკატოსი თავს გემოლოგად ასაღებდა, რომელიც საიუველირო ჯგუფში Boodles ძვირფასი ქვების შესამოწმებლად მივიდა. მან 7 ბრილიანტი შეაფასა და საიუველირო სახლის საცავში შესანახად პატარა ტომარაში მოათავსა, თუმცა როდესაც Boodles-ის თანამშრომელი საცავიდან გავიდა, ლაკატოსმა ტომარა თავის ჩანთაში ჩადო, მის ნაცვლად კი საცავში იდენტური ჩანთა დატოვა. მოგვიანებით საიუველირო სახლის თანამშრომლებმა ტომარაში ბრილიანტების ნაცვლად 7 პატარა კენჭი აღმოაჩინეს.

 

ლაკატოსი რუმინეთშია დაბადებული, მაგრამ ბოლო წლებს განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა. სწორედ იქ დააკავეს ქალი, რის შემდეგაც დიდ ბრიტანეთში დააბრუნეს. ახლა მის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ლაკატოსი ბრალს არ აღიარებს.

 

big_banner
არქივი