logo_geo
ქალაქ ტულონის პროკურატურამ ერთ-ერთ ბანერზე ემანუელ მაკრონის ადოლფ ჰიტლერად წარმოჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

21 ივლისი. 2021. 14:02

 

ქალაქ ტულონის პროკურატურამ ერთ-ერთ ბანერზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადოლფ ჰიტლერად წარმოჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

პროკურატურამ გამოძიება საჯარო შეურაცხყოფის მუხლით დაიწყო. საუბარია ორ ბანერზე, რომელიც ტულონსა და ლა-სენ-სურ-მერში განთავსდა.

 

აღნიშნულ ბანერებზე საფრანგეთის პრეზიდენტი ადოლფ ჰიტლერად არის წარმოჩენილი, ბანერებზე კი შემდეგი შინაარსის ტექსტია დატანილი: „დაემორჩილე, გაიკეთე ვაქცინა“.

 

ბანერის ავტორი, მიშელ-ანჟ ფლორია, რომელიც მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ წევრია.

 

„თქვენ ხედავთ ჰიტლერს, მაგრამ ასევე შეიძლება სტალინი დაინახოთ, ან მე ვხედავ ჩარლი ჩაპლინს ფილმში „დიქტატორი“. ამ პლაკატების მიზანია ეჭვქვეშ დააყენოს ის დემოკრატია, სადაც გადაწყვეტილებები ჯანდაცვის საბჭოზე, განხილვების გარეშე მიიღება“, - განაცხადა ბანერის ავტორმა.

 

right_banner big_banner
არქივი