logo_geo
ჩინეთში უსწრაფესი მატარებელი შექმნეს, რომელიც 600 კმ/სთ-ს ავითარებს
- +

21 ივლისი. 2021. 16:54

 

China Railway Rolling Stock Corporation-ის ინფორმაციით, ჩინეთში მსოფლიოში უსწრაფესი მატარებელი შექმნეს, რომელიც მაგნიტურ საკიდზე გადაადგილდება. ამის შესახებ გამოცემა Xinhua წერს.

 

მატარებლის წარმოება 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროტოტიპის წარმოება ჩინგადაოში განხორციელდება, ხოლო ტესტირება შანხაიში  ჩატარდა.

 

პროექტის მთავარი ინჟინრის, დინგ სანსანის თქმით, მატარებელს ორიდან ათამდე ვაგონის მიბმა შეუძლია. ტრანსპორტირების მაქსიმალური სიჩქარეა 600 კმ/სთ. მწარმოებლების აზრით, ეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სახმელეთო ტრანსპორტია.

 

მაგნიტური ლევიტაციური მატარებლები მუშაობენ ელექტრომაგნიტური ველის ძალის გამოყენებით, ამიტომ ისინი ნაკლებად ხმაურიანები არიან. ვეულებრივი მატარებლებისგან განსხვავებით, მოძრაობისას ლიანდაგების ზედაპირს არ ეხება. რამდენადაც მატარებელსა და მოძრაობის ზედაპირს შორის არსებობს ნაპრალი, ხახუნი გამორიცხულია, ერთადერთი მამუხრუჭებელი ძალა აეროდინამიკური წინააღმდეგობის ძალაა

 

right_banner big_banner
არქივი