logo_geo
მედია: შარლ მიშელს სპეციალური პროგრამის, Pegasus-ის მეშვეობით უთვალთვალებდნენ
- +

21 ივლისი. 2021. 20:05

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს სპეციალური პროგრამის, Pegasus-ის მეშვეობით უთვალთვალებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Brussels Times-ი ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, შარლ მიშელზე თვალთვალი 2019 წელს ხორციელდებოდა, როდესაც ის ბელგიის პრემიერ-მინისტრი იყო.

 

19 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ისრაელის კომპანიის მიერ შექმნილი სათვალთვალო პროგრამით (Pegasus), ავტორიტარული მთავრობების სამიზნე უფლებადამცველები, ჟურნალისტები და იურისტები გახდნენ.

 

პროგრამა სახელწოდებით, Pegasus-ი „აიფონისა“ და „ანდროიდის“ მოწყობილობებს აინფიცირებს, რაც ოპერატორებს საშუალებას აძლევს ამოიღონ შეტყობინებები, ფოტოები და ელექტრონული ფოსტის წერილები, ჩაწერონ ზარები და ფარულად გაააქტიურონ მიკროფონები.

 

20 ივლისს ფრანგულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ერთ-ერთ მობილურ ტელეფონს, შესაძლოა, მაროკოს სპეცსამსახურები უსმენდნენ.

 

big_banner
არქივი