logo_geo
გერმანიაში წყალდიდობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, ხუთი მილიარდი ევრო შეადგინოს
- +

21 ივლისი. 2021. 23:56

 

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, ხუთი მილიარდი ევრო შეადგინოს. ინფორმაცია სააგენტო „დოიჩე ველეზე“ ვრცელდება.

 

გერმანიის სადაზღვეო კომპანიების წინასწარი შეფასებით, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიასა და რაინლანდ-პფალცის რეგიონებში მომხდარი წყალდიდობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა ოთხიდან ხუთ მილიარდამდე ევრო შეადგინოს.

 

გერმანიის სადაზღვეო კომპანიების გაერთიანების ხელმძღვანელის, იორგ ასმუსენის ინფორმაციით, ზარალმა შესაძლოა, ხუთ მილიარდ ევროს გადააჭარბოს, რადგან ჯერ არ არის დათვლილი საქსონიასა და ბავარიაში მიყენებული ზარალის ოდენობა. ამასთან, წყალდიდობამ დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა, რის გამოც ვერ ხერხდება სხვადასხვა ადგილებში მიყენებული ზარალის დათვლაც.

 

გარდა ამისა, ასმუსენის განცხადებით, რთული იქნება ზარალის ანაზღაურება მოსახლეობისთვის, რადგან უმეტეს ნაწილს უძრავი ქონება ძირითადად სეტყვისა და ქარიშხლისგან აქვთ დაზღვეული, ხოლო ბუნებრივი კატასტროფისგან დაზღვევა მხოლოდ 46 პროცენტს აქვს გაკეთებული.

 

big_banner
არქივი