logo_geo
ტუნისის სიახლოვეს ხომალდის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა
- +

22 ივლისი. 2021. 12:10

 

 

ტუნისის სანაპიროების სიახლოვეს გემის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა.

 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ „წითელი ჯვრის“ ადგილობრივ ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, ხომალდის ბორტზე მყოფი მიგრანტები ხმელთაშუა ზღვის გავლით, ლიბიიდან იტალიაში მოხვედრას ცდილობდნენ. დაღუპულთა უმეტესობა ბანგლადეშის მოქალაქეა. ამავდროულად, სანაპირო დაცვამ 380 ადამიანის გადარჩენა შეძლო. ხომალდზე აგრეთვე იყვნენ მიგრანტები სირიიდან, ეგვიპტიდან, სუდანიდან, ერითრეადან და მალიდან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი