logo_geo
„ამაზონი“ კურიერებს რობოტებით ჩაანაცვლებს
- +

22 ივლისი. 2021. 16:21

 

 

კომპანია „ამაზონი“ მიტანის სერვისში ადამიანების რობოტებით ჩანაცვლებას გეგმავს.

 

ბოლო ათი წლის განმავლობაში, „ამაზონი“ პროდუქტების საწყობებიდან კლიენტამდე მიტანის სისტემის გაუმჯობესებას ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საშუალებით ცდილობს.

 

რობოტი „კურიერები" ამანათს საწყობიდან დანიშნულების ადგილამდე მიიტანენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დიდ მანძილზე მათ გადაადგილებას სატვირთო ავტომობილი უზრუნვეყოფს, ხოლო მცირე დისტანციაზე კი თავად იმოძრავებენ.

 

ასევე, აღსანიშნავია, რომ ეს არ გულისხმობს ადამიანების სრულად რობოტებით ჩანაცვლებას, ვინაიდან რობოტი „კურიერები" სწორედ ადამიანების მიერ იქნება მართული.

 

ცნობილი ჯერ არაა „ამაზონი“ მართლა გამოიყენებს თუ არა ამ ახალ სისტემას. პრაქტიკაში სისტემის პროდუქტიულობის გასაზრდელად, შეიძლება მცირე ცვლილებები შეიტანონ პროექტში. კერძოდ, განიხილება დრონების გამოყენებაც.

 

 

big_banner
არქივი