logo_geo
რუსეთში ათასი ჰექტარი ტყე იწვის
- +

22 ივლისი. 2021. 16:50

 

 

რუსეთში ამ დროისთვის ტყის ხანძრის 257 კერაა დაფიქსირებული. ცეცხლი 785 601 ჰექტარ ფართობზე გავრცელდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ავიალესოხრანა" იუწყება.

 

მისი ცნობით, საგანგებო სიტუაციის რეჟიმი რუსეთის 63 რეგიონში მოქმედებს. ხანძრები ყველაზე მეტად იაკუტიაში მძვინვარებს, სადაც ცეცლი 666 ათასი ჰექტარს უკიდია.

 

უწყების ინფორმაციით, ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში 6 ათასზე მეტი ადამიანი, 1 ათასი ერთეული ტექნიკა, 37 თვითმფრინავი მონაწილეობს.

 

ცნობისთვის, რუსეთში, იაკუტიაში ხანძარმა მილიონ ჰექტარზე მეტი ტყე გაანადგურა.

 

 

right_banner big_banner
არქივი