logo_geo
თურქეთში, რიზეს პროვინციაში, ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია
- +

22 ივლისი. 2021. 16:51

 

 

თურქეთის აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონში რიზეს პროვინციაში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია.

 

წვიმამ სასოფლო-სამეურნეო მიწები და გზები დაზიანდა, დაიტბორა შენობები და ავტომობილები.

 

რიზეს გუბერნატორმა ქემალ ჩებერმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ განსაკუთრებით დაზიანდა ვიწე და არდაშენი.

 

„მეწყერისა და წყალდიდობის რისკის გამო ხუთ სოფლამდე მისასვლელი გზები გადავკეტეთ, ჩვენ გზებს მაშინვე გავხსნით, როგორც კი მდგომარეობა გაუმჯობესდება,“- აღნიშნა გუბერნატორმა.

 

ამასთან, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, არსებული ინფორმაციით სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავებულია ორი ადამიანი. მისივე თქმით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

 

 

right_banner big_banner
არქივი