logo_geo
„იუთუბმა“ ბრაზილიის პრეზიდენტის ვიდეოები წაშალა
- +

22 ივლისი. 2021. 16:53

 

 

„იუთუბმა“ ბრაზილიის პრეზიდენტის ვიდეოები წაშალა. კომპანიის განცხადებით, საქმე ისეთი კონტენტის მასალებს ეხება, სადაც ჟაირ ბოლსონარო კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

 

როგორც „იუთუბის“ ადმინისტრაციაში ამბობენ, ბრაზილიის პრეზიდენტი ვირუსთან საბრძოლველად ნიღბების ტარების წინააღმდეგ გამოდის და რამდენიმე ნივთიერებას კორონავირუსის სამკურნალო ან პროფილაქტიკის საშუალებად ასახელებს. ამავე მიზეზით გასულ წელს პრეზიდენტის ვიდეოები „ტვიტერმა“ და „ფეისბუქმაც“ წაშალეს.

 

 

big_banner
არქივი