logo_geo
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ნელი ტემპის გამო ბოდიშს იხდის
- +

22 ივლისი. 2021. 20:09

 

 

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ნელი ტემპის გამო ბოდიშს იხდის.

 

„ბოდიში, რომ ჩვენ ვერ შევძელით იმ ნიშნულამდე მიღწევა, რომლის იმედიც გვქონდა მიმდინარე წლის დასაწყისში“, – განაცხადა სკოტ მორისონმა კანბერაში მედიასთან საუბრისას.

 

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ავსტრალიაში ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 15%-ზე ნაკლები. ყოველდღიურად ავსტრალიაში 150 ათასზე ნაკლები ადამიანი იცრება, რითაც სხვა განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს ბევრად ჩამორჩება.

 

მთავრობის განცხადებით, მიზანს – 2021 წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის სრულ ვაქცინაციას მიაღწევს, რადგან უახლოეს კვირებში ქვეყანაში „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინების მილიონობით დოზას ელოდებიან.

 

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის ყველაზე ხალხმრავალ შტატში – ახალ სამხრეთ უელსში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო 16 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი