logo_geo
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ავღანელებისთვის დამატებით 8 000-მდე სპეციალური საიმიგრაციო ვიზა დაამტკიცა
- +

23 ივლისი. 2021. 02:17

 

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ავღანელებისთვის დამატებით 8 000-მდე სპეციალური საიმიგრაციო ვიზა დაამტკიცა, რომლებიც შეერთებულ შტატებს ეხმარებოდნენ და ახლა, როდესაც ამერიკული კონტიგენტი ქვეყანას ტოვებს, საფრთხის ქვეშ რჩებიან. ორპარტიულ კანონპროექტს 407-მა კონგრესმენმა 16-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. ახლა დოკუმენტს კენჭს სენატში უყრიან. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სავიზო პროცესის დაჩქარებას.

 

აღსანიშნავია, რომ ავღანელებისთვის საგანგებო ვიზების გაცემის თაობაზე გასულ თვეს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისივე თქმით, ასეთი 18 000-მდე შესაძლო აპლიკანტი არსებობდა.

 

2014 წლიდან მოყოლებული აშშ-მა 26 500 ადამიანზე გასცა მსგავსი ტიპის ვიზა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი