logo_geo
ავღანეთში თალიბებმა აშშ-ის არმიის ავღანელი თარჯიმანი მოკლეს
- +

23 ივლისი. 2021. 12:18

 

ავღანეთში თალიბებმა აშშ-ის არმიის ავღანელი თარჯიმანი მოკლეს.

 

ამერიკული ტელეკომპანია „სიენენის“ ინფორმაციით, სოჰალი პარდისი ქვეყნის დედაქალაქ ქაბულიდან მახლობელ ხოსტის პროვინციაში ავტომობილით გადაადგილდებოდა, რომ მუსლიმური დღესასწაულის, ყურბან-ბაირამის აღსანიშნავად თავისი და წამოეყვანა. ხუთსაათიანი მგზავრობის დროს, უდაბნოს მონაკვეთში სოჰალი პარდისი საკონტროლო გამშვებ პუნქტზე „თალიბანის“ წევრებმა გააჩერეს. მოკლული თარჯიმნის მეგობარი, აბდულჰაქ აიუბი „სიენენთან“ საუბარი ამბობს, რომ თალიბები სოჰალი პარდისს მოკვლით ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ის ამერიკელების ჯაშუში და ურწმუნო იყო.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, საგუშაგოსთან მიახლოებისას სოჰალი პარდისმა სიჩქარეს მოუმატა, მაგრამ თალიბებმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, თარჯიმანი ავტომობილიდან გადაიყვანეს და თავი მოჰკვეთეს.

 

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთის არმიის მხარდასაჭერად ყანდაარის პროვინციაში „თალიბანის“ პოზიციები დაბომბეს.

 

right_banner big_banner
არქივი