აზერბაიჯანში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 371 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 339 645 -მდე გაიზარდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში კოვიდ 19-ს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 5 002-ს შეადგენს.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში, საერთო ჯამში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 4 461 701 დოზაა გამოყენებული. სრულად ვაქცინირებულია 1 845 471 ადამიანი.