logo_geo
აზერბაიჯანში კორონავირუსის 371 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

23 ივლისი. 2021. 19:15

 

აზერბაიჯანში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 371 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 339 645 -მდე გაიზარდა.

ადგილობრივი მედიის  ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში კოვიდ 19-ს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 5 002-ს შეადგენს.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში, საერთო ჯამში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 4 461 701 დოზაა გამოყენებული. სრულად ვაქცინირებულია 1 845 471 ადამიანი.

 

big_banner
არქივი