logo_geo
აზერბაიჯანის სასამართლომ 13 სომეხ სამხედროს 6-6 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- +

23 ივლისი. 2021. 20:54

 

აზერბაიჯანის სასამართლომ სომხური შეიარაღებული ძალების 13 წევრს განაჩენი გამოუტანა და მიუსაჯა 6-6 წლით პატიმრობა საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და იარაღის ტარებისთვის.

 

ბაქოს „მძიმე დანაშაულების სასამართლომ“ გადაწყვიტა 22 ივლისს, რომ ეს პირები დეპორტირებული იქნებიან სამშობლოში მას მერე, რაც სასჯელს მოიხდიან.

 

სომხეთის ოფიციალურ პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ განაჩენის გამოტანის შემდეგ.

 

13 მსჯავრდებული იმ 60 სომეხ სამხედროს შორისაა, რომლებიც აზერბაიჯანმა დააკავა 2020 წლის დეკემბერში მთიანი ყარაბაღის ჰადრუთის ოლქში სეპარატისტული რეგიონისთვის ექვსკვირიანი ომის შემდეგ გაფორმებული საზავო შეთანხმების მერე. მათი ნახევარი ბაქომ ერევანს გაუცვალა ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების განთავსების ადგილების რუკებში.

 

ნოემბერში დასრულებული საბრძოლო მოქმედების დროს ექვსი ათასი ადამიანი დაიღუპა.

 

რამდენი სომეხი სამხედრო ტყვე და სხვა კატეგორიის პატიმარია აზერბაიჯანის ციხეებში, არაა ცნობილი.

 

ომის დასრულების შემდეგ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა ისევ რჩება. ხანგამოშვებით საზღვრისპირა არეალებში ისვრიან.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი