logo_geo
ინდოეთში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ მეწყერს 125 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

24 ივლისი. 2021. 12:45

 

ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში, ძლიერი წვიმისგან გამოწვეული მეწყრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 125-მდე გაიზარდა.

 

მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 40 ადამიანი მეწყერმა ჩაიყოლა და მათი ცოცხლად პოვნის შანსი თანდათან მცირდება, რადგან მაშველები მათ თითქმის 36 საათია ეძებენ.

 

ექსპერტები ამბობენ, რომ მაჰარაშტრას შტატში მსგავსი ინტენსივობის წვიმა ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში არ ყოფილა. რამდენიმედღიანი თავსხმა წვიმის შემდეგ არსებობს მდინარეების ნაპირებიდან გადმოსვლისა და წყალდიდობის საშიშროება.

 

სტიქიას პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდიმ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ადამიანების დაღუპვამ დიდი ტკივილი მიაყენა.

 

„ძლიერი წვიმების გამო მაჰარაშტრაში შექმნილი ვითარება მკაცრად კონტროლდება და დაზარალებულებს დახმარებას უწევენ”, - აღნიშნა პრემიერმა.

 

ბოლო კვირების განმავლობაში უამინდობამ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილი დააზარალა. წყალდიდობა დაატყდა თავს დასავლეთ ევროპასა და ჩინეთს, ჩრდილოეთ ამერიკას კი სიცხის ტალღებმა გადაუარა, რამაც კლიმატის ცვლილებთან დაკავშირებით ახალი შიში გააჩინა.

 

big_banner
არქივი