logo_geo
ლონდონის პარკში 100-მდე ვირთხა ქალს თავს დაესხა
- +

24 ივლისი. 2021. 20:54

 

100-ზე მეტი ვირთხა ლონდონის პარკში 43 წლის ქალს თავს დაესხა. ამის შესახებ The Sun წერს.

 

გამოცემის ცნობით, ინციდენტი 19 ივლისს საღამოს მოხდა. ვირთხებმა ქალი ხელ-ფეხზე დაკბინეს. „მე არასოდეს მინახავს ამ პარკში ცხოველები, მითუმეტეს ვირთხები, ეს საშინელება იყო“, - ამბობს სუზან ტრეფტუბი.

 

ქალმა ვირთხებს თავი ძლივს დააღწია და გაიქცა.

 

ლონდონის ილინგის რაიონის ადმინისტრაციის თანამშრომელი ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ამ ტერიტორიაზე საკვების ნარჩენები არ დაყარონ, რომ მღრღნელების რაოდენობა შემცირდეს.

 

big_banner
არქივი