100-ზე მეტი ვირთხა ლონდონის პარკში 43 წლის ქალს თავს დაესხა. ამის შესახებ The Sun წერს.
გამოცემის ცნობით, ინციდენტი 19 ივლისს საღამოს მოხდა. ვირთხებმა ქალი ხელ-ფეხზე დაკბინეს. „მე არასოდეს მინახავს ამ პარკში ცხოველები, მითუმეტეს ვირთხები, ეს საშინელება იყო“, - ამბობს სუზან ტრეფტუბი.
ქალმა ვირთხებს თავი ძლივს დააღწია და გაიქცა.
ლონდონის ილინგის რაიონის ადმინისტრაციის თანამშრომელი ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ამ ტერიტორიაზე საკვების ნარჩენები არ დაყარონ, რომ მღრღნელების რაოდენობა შემცირდეს.