logo_geo
ცნობილი მსახიობი ხაჭაპურის მცხობელი გახდა
- +

25 ივლისი. 2021. 01:07

 

პოპულარული ფინელი მსახიობი ვილე ჰააფსალოს, სამშობლოში ხაჭაპურის წარმოების და გაყიდვების ფართო ქსელი აქვს. ყველაფერი კი გასულ წელს, მაშინ დაიწყო, როდესაც პატარა საცხობი საკურორტო ქალაქ პუუმალეში გახსნა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მან 68 დღეში 25 000 ხაჭაპური გაყიდა.

 

fontanka.ru მსახიობთან ინტერვიუს აქვეყნებს

 

– მაშ ასე, 25 000 ხაჭაპური 2 თვეში?

 

დიახ. ერთი ჯიხურიდან, 300 ხაჭაპური დღეში. ამჟამად მე მთელს ფინეთში 25 ჯიხური მაქვს.

 

– რატომ მაინც და მაინც ხაჭაპური? რატომ გახდა ის ასეთი პოპულარული ფინეთში? როგორ მიხვდი რომ ეს ბიზნესი იმუშავებს?

 

ხაჭაპური ყველგან წავა. როდესაც ბაზარზე ახალი პროდუქტით გამოდიხარ, ყველაზე რთულია გააცნო ის მომხმარებელს. ამაში პანდემია ძალიან დამეხმარა. ყველა სახლებში ზის, არავინ იცის რა აკეთოს და ეს საუკეთესო დროა ექსპერიმენტებისთვის.

 

უმუშევარი ვიყავი და გადავწყვიტე სახაჭაპურეს გახსნა. ჯერ გავესაუბრე ადგილობრივ საცხობებს – თავიდან ვიფიქრე, რომ ისინი გამოაცხობდნენ, მე კი გავყიდი, მაგრამ ყველამ უარი მითხრა.- ამბობს ვილე ჰააფსალო.

 

big_banner
არქივი