logo_geo
გერმანიაში არავაქცინირებული პირები რესტორნებში, კინოთეატრებსა და სტადიონებზე სიარულს ვეღარ შეძლებენ
- +

26 ივლისი. 2021. 11:12

 

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის პარალელურად, არავაქცინირებულ მოქალაქეებს, შესაძლოა, ახალი შეზღუდვები დაუწესონ. ამის შესახებ გამოცემა „Bild am Sonntag“-თან ინტერვიუში ფედერალური კანცლერის უწყების ხელმძღვანელმა, გელგე ბრაუნმა განაცხადა. ინფორმაციას „DW“ ავრცელებს.

 

„ვაქცინირებულებს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი თავისუფლება ექნებათ, ვიდრე არავაქცინირებულებს. თუ ინფექციის გავრცელება ინტენსიური იქნება, მაშინ მათ, ვინც ჯერ არ არის ვაქცინირებული, კონტაქტების რაოდენობის შემცირება მოუწევს. ეს, კერძოდ, შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ ისინი რესტორნებში, კინოთეატრებსა და სტადიონებზე სიარულს ვეღარ შეძლებენ. ისინიც კი, ვინც ტესტი ჩაიტარა და უარყოფითი პასუხი მიიღო“, - განაცხადა ბრაუნმა.

 

ამასთან, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის კანცლერობის კანდიდატი, არმინ ლეშეტი აცხადებს, რომ ეს მიდგომა არავაქცინირებულების მიმართ მიუღებელია. ZDF-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ სავალდებულო ვაქცინაციის მომხრე არ არის, თუმცა მომხრეა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აცრების დადებით მხარეებში დარწმუნდეს და ვაქცინაცია ნებაყოფლობით გაიაროს.

 

„თუ შემოდგომაზე ვაქცინირებული მოსახლეობის პროცენტული წილი ძალიან დაბალი იქნება, შემდგომი ნაბიჯები უნდა იქნას განხილული“, - განაცხადა არმინ ლეშეტმა.

 

right_banner big_banner
არქივი