logo_geo
14 წლის მოტომრბოლელი შეჯიბრის დროს დაიღუპა
- +

26 ივლისი. 2021. 11:12

 

ესპანელი მოტომრბოლელი უგო მილიანი  European Talent Cup-ის ეტაპზე ავარიის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ MotoGP-ის მსოფლიო ჩემპიონატის პრესსამსახური ავრცელებს.

 

შეჯიბრი ესპანეთის არაგონის პროვინციაში მიმდინარეობდა.

 

მილიანი რამდენიმე მრბოლელის მონაწილეობით ავარიაში მოყვა, რის შემდეგ რბოლა შეწყდა.

 

14 წლის სპორტსმენი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

 

big_banner
არქივი