logo_geo
ინდოეთში ქვათაცვენას ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

26 ივლისი. 2021. 12:26

 

ინდოეთის ჩრდილოეთ რეგიონში ქვათაცვენას ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

ინციდენტი ინდოეთის ჩრდილოეთით, ჰიმჩალ პრადეშის შტატში, სოფელ ბადსერთან მოხდა. მთიდან მოწყვეტილი ლოდები მთის ძირას გაჩერებულ ავტომაქანას დაეცა.

 

მანქანაში 11 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან ცხრა დაიღუპა, ორი ადამიანი კი საავადმყოფოში არის გადაყვანილი. ასევე, ქვათაცვენის შედეგად დაშავებულია სამი გამვლელი.

 

ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ რამ გამოიწვია მთიდან ლოდების მოწყვეტა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რეგიონში ძლიერი წვიმების გამო მოსახლეობა მეწყრის საშიშროების შესახებ გააფრთხილეს.

 

ძლიერი წვიმებით გამოწვეული მეწყრის და წყალდიდობის გამო, ინდოეთში მიმდინარე კვირას ასეულობით ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის დასავლეთ შტატებში ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები.

 

big_banner
არქივი